შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო
პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - დათო
ნიკოლეიშვილი წარუდგინა.
მღებრიშვილმა მასთან ერთად სასაზღვრო პოლიციის
პრიორიტეტული მიმართულებები
განიხილა და დავალებები მისცა.
„სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის
უაღრესად საპასუხისმგებლოა. მთელ ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და
ენერგიას იმისკენ მივმართავ, რომ განხორციელდეს დაგეგმილი რეფორმები
და სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე
სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად,’’- აღნიშნა
უწყების ახალმა ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები