1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100
ქულა მიენიჭება და პატრულის
მიერ დაჯარიმების შემთხვევაში
მძღოლს
ქულათა გარკვეული რაოდენობა
დააკლდება, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე
შალვა ხუციშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
"სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური
შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო
როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა
გაგიუქმდებათ."
მისივე თქმით, პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ
შეეძლება მომსახურების სააგენტოს მიმართოს, გამოცდის თავიდან
ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს
ანულირდება და ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა
მიენიჭება.
მასალის გამოყენების პირობები