ზუგდიდის პროკურორი ჩხოროწყუს მოსახლეობას შეხვდა (ვიდეო)
11:54 / 09.12.2016
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ჩხოროწყუში შეხვედრა
გაიმართა, სადაც რაიონული პროკურორი ლევან სალია ადგილობრივებს
დანაშაულის პრევენციაზე ესაუბრა. ამასთან,
მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო და პრობლემურ
თემებზე კითხვები დაესვა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
„გვაქვს უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მათგან იყო ბევრი
სამართლებრივი შინაარსის კითხვა. აქტიურად ვისაუბრეთ საგზაო
შემთხვევებზე, რომელთაც ადგილი აქვს ამ რაიონში. ასევე, მინდა
აღვნიშნო, რომ სამეგრელოს რეგიონში ჩხოროწყუ, დანაშაულის კუთხით,
ერთ-ერთი მოწესრიგებული მუნიციპალიტეტია,"- განაცხადა სალიამ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა
და მისი მიზანია რეგიონში პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლება,
ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დანაშაულის
პრევენცია.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, აქცია მიმდინარეობს. იქ შეკრებილი მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები