აფხაზეთში ბოლო დროს ელექტროენერგია ხშირად ითიშება, წერს ადგილობრივი
მედია. „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელი
თემურ
კაცია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე
„კატასტროფულ დატვირთვას“ ასახელებს.
„წელს ელექტროქსელებზე დატვირთვა 10%-ით გაიზარდა. მოძველებული
დანადგარებისა და დიდი დატვირთვის გამო ავარიები ხდება“, —
აღნიშნა მან.
"ჩვენ მაშინათვე ვახდენთ რეაგირებას , რა თქმა უნდა , თუ ეს ღამით არ
ხდება, როდესაც ტექნიკის უსაფრთხოების წესების თანახმად, სამუშაოს
შესრულება შეუძლებელია", — განაცხადა თემურ კაციამ.
მისივე ინფორმაციით, დღესდღეობით, აფხაზეთში სერიოზულ
ავარიებს ადგილი არ ჰქონია.
მასალის გამოყენების პირობები