სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ
ზუგდიდში
ორი მუსიკალური ჯგუფი
იმღერებს,
თითოეული 45 -წუთიანი რეპერტუარით. კონცერტის მონაწილეთა შერჩევა
მოხდება პოპ-სოულის ჟანრის სიმღერების შესრულებაში მიღწეული
წარმატებებისა და მინიმუმ 15-წლიანი გამოცდილების ნიშნით. ამასთან
მუსიკალურ ჯგუფს მინიმუმ ერთი ალბომი მაინც უნდა ჰქონდეს გამოცემული,
რისთვისაც ზუგდიდის მერია
7 200 ლარის
დახარჯვას აპირებს.
მათ შორის, სცენის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
30 000 ლარი , ხოლო 152 ცალი ფეიერვერკის
შესაძენად
5 060 ლარი დაიხარჯება.
შესყიდვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული ტენდერით
გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიის ვინაობა დაახლოებით 3 დღეში
გახდება ცნობილი.
კონცერტი 31 დეკემბრის ღამეს
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები