რეგიონი
დრესკოდი ზუგდიდის გამგეობაში და მოსახლეობის აზრი (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამშრომლებს დრესკოდი დაუწესეს. შესაბამის დოკუმენტს ხელს გამგებელი ლაშა გოგია აწერს. ბრძანების თანახმად, თითოეული თანამშრომელი უნდა "მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებული იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონარის მქონე ტანსაცმლით".

მათ "მკვეთრი" მაკიაჟისა და "არასტანდარტული" ვარცხნილობის გაკეთებაც ეკრძალებათ.

როგორც გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია რადიო "ათინათთან" აცხადებს, რეგულაციები არსებობდა, თუმცა, მოხდა კონკრეტიზირება, ამით კი თანამშრომელთა უფლებები არ ილახება.

"საკუთარი ჩაცმულობით არ უნდა არღვევდნენ იმ პირთა უფლებებს, ვინც გამგეობაში გარკვეული სერვისის მისაღებად მოდის. ჩვენ ვცდილობთ ამ დრსკოდის შემოღებით მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ", - აღნიშნა წოწერიამ.

მისივე განმარტებით, შესაძლოა, იმ თანამშრომლებისთვის, ვინც გამგეობის გარეთ ხვდება საზოგადოებას, ცნობადობის ასამაღლებლად სპეციალური ფორმები დაწესდეს.

რაც შეეხება საზოგადოებას, ნაწილი მიესალმება გამგებლის ახალ ბრძანებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია თანამშრომლებისთვის მსგავსი რეგულაციების დაწესება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.