სოხუმში რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები მიტინგებს მართავენ
დღეს სოხუმის სანაპიროზე ოპოზიციური ძალების ბლოკისა და დე ფაქტო
ხელისუფლების მომხრეების მიტინგები იმართება.
ოპოზიციის მომხრეები, რომლებიც ამჟამინდელი პრეზიდენტის
რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ,
აფხაზეთის დრამატული თეატრის წინ არიან შეკრებილები, ხოლო
„ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები - პრეზიდენტის
ადმინისტრაციასთან“,- წერს აფხაზური მედია. ამავე ცნობით, ორივე
მიტინგზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.
დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრის ასლან კობახიას თქმით,
სამართალდამცავები მობილიზებულები არიან. „ჩვენ არ დავუშვებთ
ექსცესებს, არც ერთი, არც მეორე მხრიდან. ჩვენ ერთი ხალხი ვართ,
რომელმაც ბევრი განსაცდელი ერთად გამოიარა. სამართალდამცავი ორგანოები
ყველაფერს გააკეთებენ, რომ არცერთი აქცია არ გასცდეს სამართლებრივ
ჩარჩოებს“, - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები