რეგიონი
ლაშა გოგია რეორგანიზაციას განაგრძობს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში რეორგანიზაცია დაიწყო. შესაბამისი განცხადება საკრებულოს დღევანდელ სხომაზე გამგებელმა ლაშა გოგიამ გააკეთა. გამგებლის ინფორმაციით, ცვლილება თითქმის ყველა სამსახურს შეეხება. შესაბამისად, დაგეგმილია სამსახურების სახელწოდებების შეცვლა. აღნიშნული საკითხი საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.

ცვლილებების შედეგად, ზოგიერთი სამსახური გაერთიანდება, ზოგი გაიყოფა, ხოლო ერთი - სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური გაუქმდება. ამ უკანასკნელის ნაცვლად შეიქმნება შპს "აგროსერვისი", რომელშიც ორი შპს "სატყეო მეურნეობა" და "ზედაეწერის აგრარულ–ტექნოლოგიური კოლეჯი" გაერთიანდება.

გოგიას განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციული ხარჯები და საშტატო ნუსხა არ გაიზრდება.

"ახალი შპს-ს მიზანი სოფლის მეურნეობის პროგრამებზე ზრუნვა  იქნება. ამ შპს ექნება ქონება, ზედაეწერის კოლეჯისა და გარკვეული მიწის ნაკვეთების სახით. უამრავი პროექტი განხორციელდება ამ მიმართულებით. რაც შეეხებარეორგანიზაცია, ეს გამოიწვია იმან, რომ გამგეობის სტუქტურებმა უკეთ იმუშაონ და უფრო კოორდინირებულები იყვნენ ", - თქვა გამგებელმა.

რეორგანიზაცია დაახლოებით, ერთ თვეში უნდა დასრულდეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.