სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდების დასაქმების პროგრამა იწყება (ვიდეო)
13:54 / 16.12.2016
შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში USAID -ის პროექტის "ზრდა" და სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" წარმომადგენლებმა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე "ალდაგის" HR განყოფილების ხელმძღვანელმა ანა სიჭინავამ დასაქმების პორტალი - www.onjob.ge წარადგინა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდების დასაქმებას ისახავს მიზნად.
ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა საზოგადოებას "ალდაგის"ოლაინ სააგენტო ქსელში დასაქმების თაობაზე და საიტზე დარეგისტრირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მსურველბს სათანადო დახმარება ადგილზე გაუწია.
საიტზე დარეგისტრირება 16 წელს ზემოთ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
"ზრდა" და "ალდაგი", ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, განახორციელებენ მოსახლეობისთვის ისეთი სადაზღვეო პაკეტების შეთავაზება-გავრცელებას, როგორიცაა მოსავლის, პირუტყვის, ავტომობილის და სიცოცხლის დაზღვევა.
აღნიშნული პროექტი, USAID - ის ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს - სამცხე-ჯავახეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, შიდა ქართლს, ქვემო ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთს მოიცავს.
პროექტი ხუთწლიანია და ის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები