კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენაში გამარჯვებული უქმე დღეებს მესტიაში,
სასტუმრო „თეთნულდში“ გაატარებს. ამასთანავე მას ორ პერსონაზე გათვლილ, სასტუმროს მომსახურების სრულ პაკეტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გადასცემს.გამოფენა 30-31 დეკემბერს გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ რუხის, ახლადაშენებულ სავაჭრო ცენტრში, გაიმართება. კონკურსის ,,შექმენი შენი კრეატიული ნაძვის ხე“ ორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინსტრაცია და მისი მიზანია საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების ჭრის შეჩერება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ყველაფერი ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა.
მასალის გამოყენების პირობები