ანდზორ გოოვი: აფხაზეთში სამედიცინო კადრების მწვავე უკმარისობაა
დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანდზორ გოოვმა განაცხადა, რომ
სოხუმი 30 - მდე რუს ექიმთან ხელშეკრულების გაფორმებას და მათ
მოწვევას გეგმავს. მისი თქმით, რესპუბლიკაში კადრების მწვავე
უკმარისობაა.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტების უმრავლესობას
დედაქალაქში უნდა მუშაობის გაგრძელება, და მათ არ სურთ სოფლის
საავადმყოფოებში დარჩენა“,- აღნიშნა მინსტრმა. გოოვი თვლის, რომ აფხაზ
ექიმებს, კვალიფიკაციის საკმაოდ მაღალი დონე აქვთ და რუსი
კოლეგებისთვის კონკურენციის გაწევაც შეუძლიათ.
„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ 2017 წლის თებერვალში რუსი სპეციალისტები
ჩვენთან სესირტიფიკაციო კურსებს ჩაატარებენ ქირურგიაში, პედიატრიაში,
გინეკოლოგიასა და თერაპიაში. ექიმებს კურსები ბიუჯეტის ხარჯზე
ჩაუტარდებათ", - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები