ქალაქ ზუგდიდის მერიამ დაგეგმილი კონცერტი
გააუქმა. ამის შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას
ავრცელებს.
„საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მივიღეთ
გადაწყევტილება, არ ჩატარდეს ძვირადღირებული საახალწლო კონცერტი.
თუმცა, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახის საახალწლო ღონისძიებები
ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების
მონაწილეობით ჩატარდება. სხვადასხვა სახის ღონისძიებები როგორც
წინასაახალწლო დღეებში, ასევე შემდგომ პერიოდში გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის დღეებში ადგილობრივი თვითმმართველობის
თანადგომას იგრძნობენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე
ძალიან სჭირდება. საახალწლოდ, სასაჩუქრე პაკეტებს გადავცემთ
სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ასევე დევნილ, დედ-მამით ობოლ და
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს“.
მერია უარს მხოლოდ ახალი წლის ღამით დაგეგმილ კონცერტზე
ამბობს, ხოლო ძალაში რჩება სხვადასხვა საახალწლო
ღონისძიება, რომელის განრიგიც ასე გამოიყურება:
21 დეკემბერს ქალაქის საჯარო სკოლის ესეების წლის კონკურსში
გამარჯვებულ მოსწავლეთა და მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართება. 27 - ში
ქალაქის საჯარო სკოლების წლის წარმატებული პედაგოგების მიღება
იგეგმება. 28-ში წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან. 29-30
დეკემბერს კი შშმ ბავშვების, აუტიზმის და დღის ცენტრის აღსაზრდელების,
მრავალშვილიან ოჯახთა მოზარდების, დედ-მამით ობოლი ბავშვებისთვის
დაგეგმილია მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში საახალწლო გასართობი
პროგრამა, სასახლის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით.
მასალის გამოყენების პირობები