მარინა ტანია :18 ნოემბრიდან დღემდე სოხუმში 300 ახალი პასპორტი გაიცა
დე ფაქტო აფხაზეთში ახალი პასპორტების გაცემა გრძელდება. საპასპორტო
სამმართველოს უფროსის ედუარდ მანარგიას განცხადებით,
„ყველა რაიონული განყოფილება აღჭურვილია ახალი დანადგარებით. უახლოეს
დროში, მათ ცანდრიფშსა და ბზიფში დაამონტაჟებენ“. მისი მონაცემებით,
„ახალი პასპორტების გაცემის დღიდან, 3 ათასზე მეტი ბლანკი დამუშავდა,
1200 - წარმოების პროცესშია“.
სოხუმის საპასპორტო განყოფილების უფროსის მარინა ტანიას
განცხადებით,"ქალაქში 18 ნოემბრიდან დღემდე, 300-ზე მეტი პასპორტი
გაიცა“.
ახალი პასპორტების გაცემა, რომლებიც რუსულმა "გოზნაკმა" დაამზადა,
აფხაზეთში მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, რისთვისაც 100 მილიონ რუბლზე
მეტი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები