ცაიშში ელექტროგადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის სოფლებში დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი
ხაზების აღდგენა 24 საათიან რეჟიმში
მიმდინარეობს.
სოფლების უმეტეს ნაწილში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტრომომარაგება
შეაფერხა, აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.
ამ დრომდე ავარიულია ცაიშში 35 კვ. ელექტროგადამცემი
ხაზი, სადაც აღდგენითი სამუშაოები ხვალ
გაგრძელდება.
ვითარებას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის
მოადგილე კობა ქანთარია და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს
რეგიონული ფილიალის დირექტორი კახა ქიტესაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები