დღეიდან მოყოლებული გუდაურის სტიქიური განვითარება აღარ იქნება,
არამედ ეს იქნება გეგმაზომიერი მსოფლიოს საუკეთესო
სტანდარტებთან
შესაბამისი, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი
კვირიკაშვილმა გუდაურში, ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.
” შეიძლება ითქვას, რომ ორნახევარჯერ არის გაზრდილი ბოლო 4 წლის
განმავლობაში ტურისტების რაოდენობა. ეს არის უახლესი სისტემები,
უახლესი საბაგიროები, უახლესი სასტუმროები და ინვესტიციები, რომელიც
ხორციელდება აქ. დღეს ჩვენ აქ ამოვედით, რათა გავხსნათ მსოფლიოში
წამყვანი კომპანიის Doppelmayr-ის მიერ დამონტაჟებული ახალი საბაგირო,
რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს მომსახურებას გუდაურში. ‘’
მისივე თქმით, გუდაურში წყალმომარაგების პრობლემაც მოგვარდება და
2018 წელს 24 საათიანი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები