კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს განაჩენს გამოუტანენ
სასამართლო დღეს კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი
უფროსის რომან შამათავას მიმართ განაჩენს
გამოაცხადებს.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
შამათავას სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერ დათო ცინდელიანისა და
თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავასთვის
თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და განზრახ მკვლელობა
ედება ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები