ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში უკვე დასრულდა სათაო
ნაგებობის მშენებლობა და დაქსელვითი სამუშაოებო.
900-მდე ოჯახს სასმელი წყალი სახლებამდე მიუყვანეს. წყალმომარაგების
პროექტის განხორციელებისთვის მილიონნახევარ ლარამდე დაიხარჯა.
დასრულებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორმა ლევან
შონიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელ დათო გოგუასთან და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„ამ სოფელს წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, მოსახლეობა
წყალს მიმდებარე სოფლებიდან და მდინარიდან ეზიდებოდა, თუმცა
გასახარია, რომ დღეს ეს პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობა იღებს
სუფთა წყალს. მუხურში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მუხურის,
როგორც კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია რომ
განხორციელდა წყალმომარაგების პროექტი,“ - განაცხადა
გუბერნატორმა.
მუხურის წყალმომარაგება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან დაფინანსდა.
მასალის გამოყენების პირობები