რეგიონი
რა საახალწლო ღონისძიებები იგეგმება სამეგრელოში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ახალი წლის დღეებში დაგეგმილი კონცერტების განრიგს აქვეყნებს. ღონისძიებები ცხრა ქალაქში ჩატარდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი


31 დეკემბერს
22 საათზე რუხში  საახალწლო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები „ოდოია“, „ჩელა“, „ცისკარი“, მუსიკალური ბენდები „UNDER-7“, „MIX“ და მომღერლები: ლაშა თოდუა, ნანა ჩიქავა, ვახო გოგილავა. 

2-3 იანვარს კულტურის ცენტრ ,,ოდიშის’’ ფოიეში მოეწყობა საახალწლო კარნავალი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის. კარნავალის ბოლოს პატარები საჩუქრად ტკბილეულს მიიღებენ.

ქალაქი ზუგდიდი

3-4 იანვარი შშმ ბავშვების, აუტიზმის და დღის ცენტრის აღსაზრდელების, მრავალშვილიან ოჯახთა მოზარდების, მარტოხელა დედის შვილების, დედ-მამით ობოლი ბავშვებისთვის დაგეგმილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საახალწლო გასართობი პროგრამა. 

ფოთი

29 დეკემბერს ფოთის თეატრში წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. 

2,3,4 იანვარი – საბავშვო სპექტაკლები და საახალწლო გასართობი შოუ პროგრამა პანტომიმის თეატრის მსახიობების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში მოხდება შშმ ბავშვების, რეაბილიტაციის ცენტრის, მრავალშვილიან ოჯახთა მოზარდების, მარტოხელა დედის შვილების, დედ-მამით ობოლი ბავშვების საახალწლო ნუგბარით დასაჩუქრება.

მესტია

31 დეკემბერი : 
18:00 საათი – თოვლის ბაბუას და ფიფქიას მარხილით სვლა დაბა მესტიის ცენტრალურ ქუჩებში, რომლებიც საჩუქრებს დაურიგდებენ ბავშვებს.
22:00 საათზე მესტიის მოედანზე ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ანსამბლები და ახალგაზრდა შემსრულებლები გამართავენ კონცერტს.
23:00 – 01:30 საათზე მუსიკალური ბენდი ჩაატარებს დასკვნით კონცერტს, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება.

ჩხოროწყუ

31 დეკემბერს 20:00 საათზე გაიმართება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ანსაბლები და მომღერლები. ჩხოროწყუს ცენტრში ახალი წლის შეხვედრა ფეიერვერკით დასრულდება. 

აბაშა

20-30 დეკემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საახალწლო კარნავალები ჩატარდება.
31 დეკემბერი ღია ცის ქვეშ გაიმართება საახალწლო კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ვოკალური ჯგუფებისა და მომღერლების მონაწილეობით. 

ხობი

30 დეკემბრის გალა კონცერტი.

სენაკი

31 დეკემბერი, 22 საათი, ქალაქის ცენტრალური მოედანი – საახალწლო გალა-კონცერტი, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება.


წალენჯიხა

31 დეკემბერი – კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

მარტვილი

29, 30 დეკემბერი- საზეიმო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში.
30 დეკემბერი, 16:00 სთ -  საზეიმო კონცერტი მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში.
31 დეკემბერი 24:00 სთ. ახალი წლის შეხვედრა ფეიერვერკით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.