ყველისგან დამზადებულ ნაძვის ხეს ყველაზე კრეატიულის სტატუსი ერგო (ვიდეო)
16:30 / 30.12.2016
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხის ახლადაშენებულ სავაჭრო ცენტრში
კონკურსი "კრეატიული ნაძვის ხე"
გაიმართა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიების,
მუნიციპალიტეტების და საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონკურსში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა პაატა საჯაიამ
გაიმარჯვა, რომელმაც შებოლილი ყველისგან გაკეთებეული
ნაძვის ხე წარმოადგინა.
გამოფენაში გამარჯვებული მესტიაში სასტუმრო „თეთრნულდში“ დაისვენებს.
მას ასევე ექნება ორ პერსონაზე გათვლილი სასტუმროს მომსახურების სრული
პაკეტი. საჩუქარი ჟიურის რჩეულს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა
ლევან შონიამ გადასცა.
გამოფენის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
ადმინისტრაციაა და მისი მიზანი საახალწლოდ ნაძვების ჭრის
შეჩერებაა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა განკარგულებას ვლადიმერ დელბას „პრემიერ-მინისტრად“ დანიშვნის შესახებ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 32 შემთხვევა აღირიცხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები