სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დავით კოდუა დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ახალი
მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე დავით
კოდუა დაინიშნა. კოდუა 2014 წლიდან გუბერნატორის
ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის
უფროსი იყო. ის ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სერვის
ცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა. დღეიდან კი
გუბერნატორის ახალი მოადგილე კურატორობას გაუწევს რეგიონში
განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
დავით კოდუას განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. ის ბიზნეს
ადმინისტრირების მაგისტრია (MBA), დამთავრებული აქვს ლონდონის
კომერციის სკოლა (London School of Commerce - Cardiff Metropolitan
University). მანამდე, დავით კოდუამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დაამთავრა. მას უმაღლესი პროფესიული პროგრამები ბიზნეს
ადმინისტრირების კუთხით გავლილი აქვს ბიზნეს სკოლა „ESM”-ში
(თავისუფალი უნივერსიტეტი).
მასალის გამოყენების პირობები