შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები
საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების
უზრუნველყოფის
პროექტში ჩაერთნენ. შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით,
აღნიშნული პროექტის საპილოტე ვერსია გასულ სეზონზე გუდაურში
დაიწყო,წელს კი საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი
მოიცვა.
უწყების ცნობით, ავსტრიელმა ექსპერტებმა განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი სამთო-სათხილამურო ტაქტიკური
მომზადების სფეროში გადაამზადეს. ტრენინგის მონაწილეები სათხილამურო
ტრასაზე მყოფი დაზარალებულის, ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძებნისა
და გადარჩენის სამაშველო ოპერაციების ძირითად პრინციპებს გაეცნენ და
სიმულაციურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.
სწავლება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ბაზაზე
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები