ზუგდიდში მშენებარე საკათედრო ტაძრის ეზოში კიპარისის ხეებს რგავენ
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე
საკათედრო ტაძრის ეზოში სასულიერო პირები და სხვადასხვა ტაძრის მრევლი
კიპარისის ხეებს რგავენ. იტალიური ჯიშის 571 ძირი
ტაძარს ქტიტორმა შემოსწირა.
“მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის მშენებლობა დასრულებული არ არის და აქ
სამუშაოები მიმდინარეობს, ეზოს გალამაზება ხდება, ირგვება კიპარისის
ხეები, მადლობა შემომწირველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში
საკუთარი წვლილი შეიტანა“- აღნიშნა მეუფე
გერასიმემ.
მასალის გამოყენების პირობები