ზუგდიდში საჯარო მოხელეთა საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო
მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე მაიზერ ნანავა გახდა.
აღნიშნულ პოზიციაზე ნანავას კანდიდატურა მუნიციპალიტეტის გამგებელის
ლაშა გოგია განცხადების საფუძველზე წარადგინეს, რასაც სხდომის
წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
საატესტაციო კომისიას დღემდე გოგია ხელმძღვანელობდა, თუმცა მან
თანამდებობა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები