სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
უკანონო იარაღი ამოიღეს. ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული
ზ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკისას, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,
1 მჭიდი, ნაგანის ტიპის რევოლვერი და 19 ვაზნა აღმოაჩინეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 236-ე
მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები