სოხუმში, სასაფლაოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებული სისასტიკით,
ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 1974 წელს დაბადებული, ოჩამჩირის
რაიონის
სოფელ ღვადას მკვიდრის ცხედარი
აღმოაჩინეს.
საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს
პრესსამსახურის ინფორმაციით, ოპერატიული - სამძებრო ღონისძიებების
ჩატარების შედეგად, სოფელ მაჭარას საგუშაგოზე შეამჩნიეს ავტომანქანა,
რომლის სამმა მგზავრმა აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია
სამართალდამცველებს, ისინი მალევე დააკავეს.
პირადი ჩხრეკისას,
ავტომობილიდან „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატები ამოიღეს. მანქანაში
მყოფ ორ მოქალაქეს „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტები აღმოაჩნდა.
გამოძიების ვარაუდით, ამოღებული იარაღის ნაწილი სოფელ ღვადას
მცხოვრების მკვლელობისას გამოიყენეს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა ვინაობა გამოძიების
ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, არ სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები