საქართველოს 2016 წლის მოხალისე ირაკლი ჯიქია ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათის გამგეობაში
სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა.
აღნიშნული თანამდებობა მან 4 იანვარს დაიკავა.
„ამ სოფელთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიზნები და გეგმები მაქვს. აქ
არის ახალგაზრდების დიდი რესურსი და ბევრი კარგი საქმის გაკეთება არის
შესაძლებელი, ვაპირებ ახალგაზრდული კლუბისა და არტ-კლუბის მოწყობას“,
- თქვა ირაკლი ჯიქიამ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის
"საქართველოს მოხალისე" სამინისტროს რჩეული
22 წლის ირაკლი ჯიქია გახდა. ის პროექტის ზუგდიდის ორგანიზაციის
კოორდინატორი იყო.
მასალის გამოყენების პირობები