რეგიონი
სესხების გალარების პროგრამა იწყება

გალარების პროგრამა 17 იანვრიდან იწყება და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კომერციული ბანკები 5 დღის მანძილზე დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც

სესხების გალარების პროგრამა ეხება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, შესაბამის მითითებას კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი მისცემს.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული სესხების გალარების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. თუ ვინმეს ჰქონდა სესხი აღებული 2015 წლის 1-ელ იანვრამდე და გააჩნია ნაშთი ან იმავე ბანკში, ან ახლა არის გადასული სხვა ბანკში, პოტენციურად ეხება ეს აქცია. სულ ასეთი სესხი არის 33 000. თუ მსესხებელს გააჩნია 40 000-ზე მეტი ოდენობის სესხი, მაშინ მას შეეხება ნაწილობრივ სუბსიდირება ანუ 40 000 დოლარის ფარგლებში ეხება სუბსიდირება. თუ მსესხებელს აქვს სესხი 100 000 დოლარზე მეტი, დღეის მდგომარეობით, ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, სუბსიდირება არ შეეხებათ მათ, ვისი შემოსავალიც არის 100 000 ლარზე მეტი 2015 წლის მდგომარეობით. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება ანუ თუ სხვა კომერციული ბანკი გვთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე მომსახურე ბანკი, მაშინ პორტირება დასაშვებია და შეიძლება გადავიდეთ იქ, სადაც უკეთესი პირობები გვექნება“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

 

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.