9 იანვრიდან მოსკოვის სკოლაში „Capital School“ აფხაზური
ენის შემსწავლელი ინდივიდუალური და მინი - ჯგუფები
ამოქმედდა. ამის შესახებ „აფსნიპრესს“
მოსკოვის აფხაზური დიასპორიდან აცნობეს.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, აფხაზური ენის სწავლება ინტერაქტიულ
ფორმაში წარიმართება. „მსურველები ენის საფუძვლების დაუფლებას
„ბეჭდური ნიშნების, აუდიო და ვიდეო - მასალების გამოყენებით, მოკლე
დროში შეძლებენ“, - წერს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები