საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიშის) მონაკვეთზე,
მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.
”ლიპყინულის გამო, შეზღუდვა რჩება მხოლოდ
კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია გზების
დეპარტამენტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები