“ზუგდიდდასუფთავება” მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალ პროექტს განახორციელებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ტერიტორიულ ერთეულში 2017 წლის 16
იანვრიდან იწყება სოფლის
მოსახლეობისათვის კარდაკარ შემოვლით (ე.წ. ,,ზარის
პრინციპით’’) მომსახურეობის პროგრამის
განხორციელება.
სოფლების მოსახლეობის თითოეული ოჯახიდან თვეში ოთხჯერ, წინასწარ
განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, სატვირთო ავტომანქანებით გაიზიდება
მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნაგავი. ამ ღონისძიებისათვის ააიპ
"ზუგდიდდასუფთავების ცენტრში" გამოიყო 6 სატვირთო ავტომანქანა.
მტვირთავების მუშაობას გააკონტროლებენ უბნების ხელმძღვანელები და
კონტროლიორები.
"მოსახლეობისათვის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N19
დადგენილებით, განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ
სულ მოსახლეზე 0,50 ლარით, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა
განსაზღვრულია 4 კაცით, ან მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა არ
აჭარბებს 2 ლარს თვეში",- ნათქვამია გამგეობის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები