ე.წ.
ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის ფრთამ ,,ნაციონალური
მოძრაობა’’
დატოვა. პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა
ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გამართეს და
განაცხადეს, რომ ისინი
ახალ პოლიტიკურ ძალას
შექმნიან.
„დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“
გაყოფა. თქვენ ხედავთ
ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა პარტიას, რომლებმაც
იბრძოლეს და რომელთა დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს
არსებობს, როგორც პარტია. ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების
გაკეთება, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის
არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. რა თქმა უნდა, დავრჩებით
მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა
იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია
გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული
ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის
ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
დეპუტატები, რომლებმაც ,,ერთიანი ნაციონალურ
მოძრაობა''
დატოვეს:
დავით ბაქრაძე
ირაკლი აბესაძე
აკაკი ბობოხიძე
გიგა ბოკერია
ხათუნა გოგორიშვილი
თენგიზ გუნავა
ლაშა დამენია
გიორგი კანდელაკი
ზაზა კედელაშვილი
ირმა ნადირაშვილი
რამაზ ნიკოლაიშვილი
სერგო რატიანი
ლელა ქებურია
გიორგი ღვინიაშვილი
მამუკა ჩიქოვანი
გიგი წერეთელი
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ელენე ხოშტარია
სერგი კაპანაძე
ოთარ კახიძე
გიორგი ტუღუში
დეპუტატები, რომლებიც ,,ერთიან ნაციონალურ
მოძრაობაში''
დარჩნენ:
ნიკა მელია
თინათინ ბოკუჩავა
რომან გოცირიძე
სალომე სამადაშვილი
კობა ნაყოფია
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიჭერს დეპუტატი აზერ
სულეიმანოვი.
მასალის გამოყენების პირობები