გუბერნატორი ტურიზმის და დასუფთავების თემაზე მერსა და გამგებლებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ რეგიონში
მყარი
ნარჩენების კუთხით არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ესაუბრა.
„სამეგრელო-ზემო სვანეთი ყველაზე სუფთა რეგიონადაა აღიარებული და ამ
სტატუსს წელსაც შევინარჩუნებთ. ტურისტული სეზონი მოდის და თქვენი
მუშაობა უნდა გაათმაგდეს, რათა ტურისტებს შევხვდეთ უფრო სუფთა და
მოწესრიგებულ გარემოში“ ,-განაცხადა გუბერნატორმა.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების
ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური
მხარდაჭერით, საქართველოს 66 მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი
მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. პროექტის ჯამური
ღირებულება 12 მლნ ევროა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტების მიერ ტურისტული
ლიტერატურის და რუქების
შექმნას.
მასალის გამოყენების პირობები