მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტოპერატორის SSA Marine-ის
ვიცე-პრეზიდენტი ბობ უოთერსი და ანაკლიის
კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი დღეს ანაკლიაში
იმყოფებოდნენ. მათ ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორია დაათვალიერეს
და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთეს.
"ჩემი ჩამოსვლის მიზანი ის არის, რომ ოპერირება გავუწიოთ
ანაკლიის პორტს, როდესაც დამთავრდება მისი მშენებლობა. ეს
ადგილი არის კარგად პოზიცირებული, რომ მოხდეს პორტის აშენება და მან
გაამართლოს კომერციულად", - განაცხადა უოთერსმა.
ახვლედიანის თქმით, SSA Marine ერთ-ერთი უმსხვილესი სანავსადგურე
სატერმინალო ოპერატორია. შეთანხმების შემთხვევაში, კომპანია ანაკლიის
პორტის ოპერირებას სწორედ საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების კუთხით
განახორციელებს.
"ჩვენ გვყავს სამი სხვა კანდიდატი, თუმცა SSA Marine არის მოწინავე
კანდიდატი, რომელთანაც უფრო ღრმად ვართ მოლაპარაკებებში, ვიდრე
სხვებთან", - აღნიშნა მან.
ანაკლიის პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით ანაკლიის განვითარების
კონსორციუმი მოლაპარაკებას მსოფლიო კლასის პორტოპერატორთან SSA
Marine-თან მართავს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს
პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის ოპერატორის გამოსავლენად
მოლაპარაკებებს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კომპანიასთან მართავს.
პორტის ოპერატორს 2017 წლის პირველ კვარტალში გამოავლენენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები