საქართველოში უნალექო ამინდი 19 იანვრამდეა მოსალოდნელი.
დღეს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში
ჰაერი +9; +14 გრადუსამდე, აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში კი, +1; +6 გრადუსამდე
გათბება. თბილისში +5 გრადუსია ნავარაუდები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების
სამსახურის ცნობით, 15 იანვარს, შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის
დაბლობზე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, რომლის
სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები