გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი
რეაგირების
განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი
აღკვეთეს.
უწყების ცნობით, ანაკლიაში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, სამ მოქალაქეს,
რომელიც გასაბერი ნავით გადაადგილდებოდა, თან ჰქონდა სანადირო თოფები
და მოკლული ჰყავდა 10-მდე იხვი.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს და დალუქეს 3 თოფი, 12
ცალი დამუხტული ვაზნა. გარემოზე მიყენებული ზიანის თანხის
ოდენობამ 270 ლარი შეადგინა. მასალები შემდგომი
განხილვისთვის გადაეგზავნა სასამართლოს.
მასალის გამოყენების პირობები