საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 17-21 იანვარს,
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იგი დელეგაციასთან ერთად,
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას ეწვევა და ქართულ საგამოფენო სივრცეს
დაათვალიერებს. პრემიერი მადრიდიდან შვეიცარიის კონფედერაციაში
გაემგზავრება, სადაც
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ
ფორუმს დაესწრება, რომლის წამყვანი თემა "მეოთხე სამრეწველო
რევოლუცია" იქნება. კვირიკაშვილი ფორუმზე მსოფლიოს ეკონომიკური
წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები