”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, პარტიის
ყრილობაზე თავმჯდომარეს არ აირჩევენ იქამდე, ვიდრე
პოლიტიკური რეპრესიები
არ დასრულდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ყრილობა დეკლარაციის
მიღებას გეგმავს.
მისივე თქმით, ვინაიდან ვანო მერაბიშვილს თავისი
პოზიცია არ დაუფიქსირებია, ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე
დარჩება.
”ვანო მერაბიშვილი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, თუმცა
დელეგირებულია მისი უფლებები. ამ უფლებამოსილების დელეგირება კვლავ
მოხდება.”
კალანდაძის განცხადებით, ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას
აირჩევენ. ”ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს,
14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები