ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა
წოწერიამ, გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის
სამსახურის
წარმომადგენლებთან ერთად, ნარაზენი-შამადელას
დამაკავშირებელი გზის ის მონაკვეთი დაათვალიერა,
რომელსაც რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდება.
სოფლის საავტომობილო გზა უკვე წლებია ავარიულია და მოსახლეობას
გადაადგილების პრობლემას უქმნის. სამუშაოები რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.
პროექტის ღირებულება 2 880 000 (ორი მილიონ
რვაას ოთხმოცი ათასი) ლარია.
მასალის გამოყენების პირობები