NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 % მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს
კითხვაზე - ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს
პარლამენტში? – 65 %-მა იმ
გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა 8 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებში მიიღო, სწორი პასუხი გასცა,
8% -მა - არასწორი, ხოლო 25%-მა
უპასუხა, რომ არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე
უარი განაცხადა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4
დეკემბრის პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირი
ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევის შედეგების საშუალო
ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
მასალის გამოყენების პირობები