დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურ პროკურორად ზურაბ აჩბა დაინიშნა. მის
კანდიდატურას „პარლამენტის“ 23-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სამმა თავი შეიკავა.აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურის შესახებ „ოპოზიციურმა და
სახელისუფლებო ძალებმა“ 2016 წლის 19 დეკემბერს მიაღწიეს. მაშინ ხელი
მოეწერა დოკუმენტს „საზოგადოებრივ - პოლიტიკური სტაბილურობის“
შესახებ.
1958 წელს დაბადებული ზურაბ აჩბა, 2011 წელს გაგრის რაიონის
პროკურორის მოვალეობას ასრულებდა. 2014 მან თანამდებობა საკუთარი
სურვილით დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები