შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის
სახლიდან კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის და მას მარიხუანას
მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს - ნარკოტიკული საშუალების
უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა,
გადაგზავნა, გასაღება.
სამინისტრო იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.
ჯახუას მტკიცებით კი, იგი მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა
მონასტრის დიაკონია.
მასალის გამოყენების პირობები