ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე 84 მილიონი ლარი დაიხარჯება (ვიდეო)
15:08 / 20.01.2017
ქალაქ ზუგდიდში უახლოეს მომავალში წყალარინების ქსელის მშენებლობა
დაიწყება. პროექტი სატუმბი სადგურის
მშენებლობასა და 178 კმ წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
მშენებლობისთვის 84 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომელიც აზიის
განვითარების ფონდმა გამოყო. პროექტი 2019 წლის ოქტომბერში
დასრულდება.
ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ გერმანული
სამშენებლო კომპანია ,,Ludwig Pfeiffer“, რომელიც აღნიშნულ პროექტს
განახორციელებს, მოსაკრებლისგან გათავისუფლდება.
აღნიშნულ საკითხს საკრებულოს მხოლოდ ერთმა წევრმა, ფრაქცია
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა და ამჟამად დამოუკიდებელმა
დეპუტატმა, ბათლომე შელიამ არ დაუჭირა მხარი. მისი თქმით, მოსაკრებლის
გაუქმებაზე თანხმობის გაცემით, ადგილობრივმა ბიუჯეტმა 170 ათასი ლარით
იზარალა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ
ზუგდიდელებს წყალარინების ქსელის მოწყობის დაფინანსება მიულოცა და
განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია
მოსახლეობისთვის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ,,Ludwig
Pfeiffer“-ს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მშენებლობის
სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანიის მიერ
განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის არის გერმანიაში,
დრეზდენის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა, საფრანგეთში,
ვერსალის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები