IDFI-ის კვლევა:მოსახლეობა კვლავაც თვლის,რომ ფარული მიყურადება გრძელდება
ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით
საზოგადოებრივი აზრი 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ასეთია
"ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის შედეგი.
როგორც IDFI-ში აცხადებენ, საზოგადოებას
კვლავ აქვს განცდა, რომ სამართალდამცველები არაკანონიერად იყენებენ
ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს.
"მოსახლეობა კვლავაც თვლის, რომ ხდება უკანონოდ ფარული მიყურადება
საქართველოში, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ
ზოგი პიროვნება კვლავაც ამბობს, რომ ხდება ფარულად მათი მიყურადება.
გახსოვთ, ალბათ ცნობილი ფაქტები, როდესაც გამოქვეყნდა ფარული
ჩანაწერები. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს
რეკომენდაციები, რომელიც აქვს ფართო საზოგადოებას, ყველა საგამოძიებო
დაწესებულებას ჩამოშორდეს ის გასაღები,“ - აცხადებს ცენტრის დირექტორი
გიორგი კლდიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები