ოკუპირებულ ქალაქ გალში დღეს ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შექმნილი
ჯგუფების რიგით მეშვიდე
შეხვედრა მიმდინარეობს.
ქართულ მხარეს წარმოადგენენ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის, ასევე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს
წარმომადგენლები. მათთან ერთად იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიისა და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ფორმატის ფარგლებში ბოლო შეხვედრა 2016 წლის 11 ნოემბერს
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები