რეგიონი
გალის შერეულ შეხვედრაზე სამი საკითხი განიხილეს (ვიდეო)
ოკუპირებულ გალში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შექმნილი ჯგუფების რიგით მეშვიდე შეხვედრა დასრულდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ძირითადად, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ-კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის უპირობო გადაცემის საკითხი განიხილეს.

მისივე თქმით, ასევე იმსჯელეს ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების ფაქტებზე და აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის შესაძლო დახურვაზე.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაბაკევისა და ოტობაიის ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო.

"ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ უკიდურესად გაართულდება და შეიზღუდება ადგილობრივებისთვს გადაადგილება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მუშაობით ეს საკითხი გადაიხედება", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აფხაზური გამოცემების ინფორმაციით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის ოკუპირებული აფხაზეთის დე- ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.