გუდაუთაში რუსი სამხედროებისთვის 19 საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
გუდაუთაში დისლოცირებული რუსული მე-7
სამხედრო ბაზის მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების კომპლექსის
მშენებლობა გრძელდება.
რუსული მედიის ინფორმაციით,21 ობიექტზე
სამუშაოებს კომპანია „ინსტროი“ აწარმოებს.
სულ 19 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება: თვრამეტი 16-ბინიანი და ერთი -
14 ბინიანი. ამ დროისათვის, დასრულებულია შიდა სამუშაოები. ყველა
ბინა ავეჯით და შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღიჭურვება.
საცხოვრებელი სახლების გარდა კომპლექსში გათვალისწინებულია სკოლის,
საბავშვო ბაღის, სპორტული და გასართობი მოედნის მოწყობა.
მასალის გამოყენების პირობები