სოხუმში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი ჩავიდა
სოხუმში ამიერკავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის
სააგენტოს წარმომადგენელი იოჰანეს ფან დერ კლაუ იმყოფება. ის დე ფაქტო
აფხაზეთის საგარეო სამქეთა მინისტრს დაურ კოვეს, მის მოადგილეს ტან
კანიას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების განყოფილების
ხელმძღვანელს არტურ გაგულიას შეხვდა. დაურ კოვემ დადებითად შეაფასა
გაეროს მიერ აფხაზეთში განხორციელებული
პროექტები.
იოხანეს ფან დერ კლაუმ მადლობა გადაუხადა „რესპუბლიკის საგარეო
უწყებას“ აფხაზეთში სხვადასხვა პროექტების განხოცრიელების
შესაძლებლობისთვის და მინისტრს 2017 წლისთვის დაგეგმილი პროექტები
გააცნო.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს ოფისი, რომელიც
ჰუმანიტარულ პროგრამებს ახორციელებს, აფხაზეთში 1993 წლიდან
ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები