ფოთში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
საპოლიციო კონტროლი განახორციელეს.
ქალაქში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანები ინტენსიურად
გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველები ავტომობილებს, საბარგულებს და
მძღოლების საბუთებს ამოწმებდნენ. მსგავსი ღონისძიება ფოთში რამდენიმე
თვის წინაც ჩატარდა. უწყების განცხადებით, რეიდი გეგმიური იყო.
მასალის გამოყენების პირობები