რეგიონი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თვითმმართველობების ვებგვერდების შესახებ (ვიდეო)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ მედიას ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ვებგვერდების გამჭვირვალობასა და ინფორმაციულობას ეხება.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ მიუხედავად ვებგვერდების ინფორმაციულობის დონის გაუმჯობესებისა, ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოები საკუთარ ვებგვერდებს საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის არაეფექტიანად იყენებენ.

„აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შერჩეული კატეგორიების მიხედვით, რეგიონში მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს შორის ყველაზე გამჭვირვალე/ინფორმაციული ქალაქ ზუგდიდის მერიის ვებ-გვერდია, წარმომადგენლობით ორგანოებს შორის კი ქალაქ ზუგდიდისა და ხობის საკრებულოს ვებგვერდები. ყველაზე ნაკლებად ინფორმაციული კი მარტვილის გამგეობისა და აბაშის საკრებულოს გვერდებია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კვლევაში ის კატეგორიებია მითითებული, რომელთა განთავსება და მუდმივი განახლება, როგორც განცხადებაში წერია, აუცილებელია მინიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მათ დადგენილების შესაბამისად, ყველა ის ინფორმაცია, რაც საკრებულოს მიერ მიღებულ წესში აქვთ განსაზღვრული, განათავსონ, რათა ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობასთან“, - განმარტა არჩილ თოდუამ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.