ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული 15-მდე დევნილი, მესამე
დღეა, შიმშილობს. მათ საავადმყოფოს
ეზოში კარავი აქვთ გაშლილი. იძულებით
გადაადგილებული პირები, რომლებიც, სოციალურად დაუცველებიც არიან,
მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით
უზრუნველყოფას ითხოვენ. კითხვაზე, თუ რატომ არ ეკუთვნით ბინები, მათი
განცხადებით, შესაბამისი ორგანოები არ პასუხობენ. დევნილების
განმარტებით, შენობაში, რომელშიც ცხოვრობენ, გაუსაძლისი პირობებია.
იგი დანგრევის პირასაა და მცხოვრებთათვის საფრთხეს წარმოადგენს.
„დევნილთა სამინისტრო ბევრჯერ დაგვპირდა, რომ როგორც კი
იქნებოდა შესაბამისი ფართები, მაშინვე გაგვიყვანდნენ აქედან, რადგან
შენობა არის ავარიული. ექსპერტიზასთანაც კი არ გვიშუამდგომლეს, რომ
ექპერტიზა ჩატარებოდა ნაგებობას“, - აღნიშნა აქციის
მონაწილემ თინათინ გრიგოლიამ.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ ამ დრომდე მათთან ხელისუფლების
წარმომადგენლები არ მისულან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის
შემთხვევაში კი, აქციის გაგრძელებას აპირებენ.
დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ
რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ იმ 50-მდე
ოჯახს, რომელიც საავადმყოფოს ყოფილ შენობაშია ჩასახლებული,
აპლიკაციები შევსებული აქვს და მათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართები
კონკურსის შესაბამისად გადაეცემათ. რაც შეეხება ქულების
მინიჭების საკითხს, მისივე ცნობით, დევნილებს ქულების გასაჩივრება
შეეძლოთ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები